პროექტები
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ელექტრონული აუქციონის წესით მოხდა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული 292 კვ.მ ფართის იჯარით გაცემა, სადაც დაიგეგმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი კვების ობიექტის მოწყობა.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ზემოაღნიშნულ ფართს ჩაუტარა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, დარბაზები აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
ასევე სამზარეულოში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ განთავსდა სხვადასხვა საჭირო სასადილო ინვენტარი: ქურა, საცხობი ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, საყინულე მაცივარი, ხორცის საკეპი მანქანა, კვების სხვა დანადგარ - მოწყობილობები და ა.შ.
ზემოაღნიშნულ სასადილო დარბაზს ერთდროულად შეუძლია მოემსახუროს 56 მოქალაქესა და ცალკე მომიჯნავე მცირე დარბაზში 28 მოსამართლეს.