დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში   თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მაკეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებდონენ:  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო  ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი ,იუსტიციის საბჭოს წევრები:  დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია , სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე ბატონი სერგო მეთოფიშვილი ,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამათლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე ბატონი თემურ გოგოხია და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა.ახალი საქალაქო  სასამართლოს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ 9 სართულიან ურიგელო სისტემის ნაგებობას. საძირკვლის ტიპს წარმოადგენს მონოლითური ფილა.

საპროექტო ახალი სასამართლოს შენობის გაბარიტული ზომები შეადგენს : 

სიგრძე 61.8 მ. 

სიგანე 67.8მ

 სიმაღლე მიწის ზედაპოირიდან ზევით 37.2 მ.

სამშენებლო მოედნის სეისმურობა-8 ბალი

ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები:

საერთო  ფართობი: 25677.1 კვ.მ

მათ შორის :

  • სასამართლოს შენობა: 25455.3 კვ.მ
  • საქვაბე-151.0 კვ.მ 
  • დაცვის ჯიხური N1-12 კვ.მ
  • დაცვის ჯიხური N2-12.0 კვ.მ
  • არსებული ელ.ქვესადგური-46.8  კვ.მ

სასამართლოს შენობის აგებულება:

 მიწისქვეშა-ერთი  სართული ,ხოლო მიწის ზევით- 8 სართული  ორ ბლოკად გადანაწილებულ ერთ მთლიან შენობადაა გადაწყვეტილი. ობიექტის ფუნქციური დანიშნულების მაქსიმალურად ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით და გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეთა კ და ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიების, სასამართლოს დარბაზების  და სამუშაო სივრცეების ზონალურად გადანაწილების გზით,რომელთა შორის კავშირები მყარდება ლითონკონსტრუქციის ხიდებით.ხიდები შეფუთულია თეთრი ფერის ალუკობონდის კომპოზიტური პანელებით.

ახალი საქალაქო სასამართლოს შენობის მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია მსჯავრდებულთა დროებით განთავსების 36 საკანი. მათ შორის 3 საკანი არასრულწლოვანთათვის.საბადრაგო სამსახურის საგუშაგო ოთახები,ნივთმტკიცების შესანახი და სააქრქივო სივრცეები,  მიწისქვეშა ავტოსადგომი 80 ავტომობილზე.

პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მომსახურების ფოიე სრული ინფრსტრუქტურით. ნაფიც მსაჯულთა სარეგისტრაციო და საბრიფინგო სივრცე, სამზარეულო ორი იზოლირებული სასადილო სივრცით მოქალაქეთათვის და თანამშრომელთათვის.

პირველი სართულის ცენტრალური ჭერი ორ სინათლიანია და ცენტრალური ფოიები გადახურულია ორი სინათლის შემქმნელი ე.წ ზამთრის ბაღის მაფორმირებელი ალუმინის კარკასზე აწყობილი ნაწრთობი შუშის გადახურვით ,რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბუნებრივ განათებასა და განიავებას.

შენობაში გათვალისწინებულია 52 სასამართლო დარბაზი.მათ შორის:

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25 დარბაზი 

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22 დარბაზი 

ნაფიცმსაჯულთა დარბაზი - 5

მოსამართლეთა სამუშაო 80 ოთახი.

მეორე და მესამე სართულებზე ორ ცალ-ცალკე ბლოკში განთავსებულია ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის კოლეგიების და ნაფიც მსაჯულთა დარბაზები.ასევე მოსამართლეების სამუშაო ოთახები და მათი აპარატები.

მე-4 სართულზე დაბალ ფლიგელში და მე-7 სართულზე მაღალ ფლიგელში დაგეგმარებულია ტერასები,  რომელთა ზედაპირი დაფარულია ხელოვნური ბალახით. ამავე სართულებზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზები კოლეგიების მიხედვით და კოლეგიების თავმჯდომარეების სამუშაო სივრცეები.

მერვე სართულზე განთავსებულია მოსამართლეების სამუშაო ოთახები, მოსამართლეების აპარატების ოთახები, მწერალ-თანაშემწეთა ოთახები და ბიბლიოთეკა.

სართულებზე დერეფნები დუბლირებულია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სწორი ზონირების შესაბამისად.მოქალაქეები და თანამშრომლები ისარგებლებენ სხვადასხვა დერეფნით. სასამართლო დარბაზებში მოსამართლეთა და მოქალაქეთა შესვლაც იქნება იზოლირებული. 

მესამე ცალკეულ ზონას წარმოადგენს მსჯავრდებულთა საკნების დონიდან სასამართლო დარბაზებში ამომავალი ლიფტები და კიბეები.

აღნიშნული სივრცეების ასეთი სახით დაგეგმარება სასამართლოს სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვის საფუძველია.


მოქალაქეების სართულებზე გადაადგილება ხდება როგორც მაღალი სტანდარტის ლიფტებით, ასევე  კიბეებით. როგორც შენობა, ასევე გარე ტერიტორია სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის.

სასამართლოს შენობა სრულადაა უზრუნველყოფილი ავტომატური ხანძარქრობის საშხეფი სისტემებითა და სახანძრო ჰიდრანტებით.

სასამართლო შენობის გარე  ტერიტორია დაყოფილია სამ ზონად:

1.მოქალაქეთა მისასვლელი,სადაც ასევე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა. 2.სასჯელაღსრულების საბადრაგო მანქანებისთვის განკუთვნილი ზონა.მსჯავრდებულთა სპეციალური მისაღები ჩასვლა-ამოსვლის პანდუსებით.

3. სასამართლოს თანამშრომელთა მისასვლელი და სამეურვეო ეზო,საქვაბე,არსებული ქვესადგური და გენერატორი.

ყველა მისასვლელთან განთავსებული იქნება დაცვის ჯიხურები.

ტერიტორიაზე საავტომობილო შესვლით,მიწისქვეშა საპარკინგე სივრცით და ღია ავტოსადგომით ისარგებლებენ მხოლოდ თანამშრომლები.

ტერიტორიის პერიმეტრი ,ისევე როგორც შენობა სრულად აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით.