სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ახალქალაქის, ახალციხის, ოზურგეთის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოებისათვის 4 ახალი მაღალი გამავლობის ფრანგული წარმოების „რენო დასტერი“( RENAULT DUSTER) მოდელის ავტომობილები იქნა შეძენილი, რომლებმაც რეგიონებში ჩაანაცვლეს რუსული წარმოების „ლადა ნივა“-ს მარკის ავტომობილები. ავტომობილები ამორტიზირებული იყო და მათი შენახვა არარენტაბელური. ახალი ავტომობილები მუშაობს დიზელის საწვავზე, რომელიც გაცილებით ეკონომიურია და მათი შენახვა-ექსპლუატაცია უფრო ნაკლები დანახარჯებით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ უკვე ჩანაცვლებული და დამატებით იქნა შეძენილი 5 ერთეული ფრანგული წარმოების „რენო სანდერო“( RENAULT SANDERO) და 1 ერთეული „რენო დასტერი“ (RENAULT DUSTER). 3 ერთეული „რენო სანდერო“ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს ავტოპარკს, ხოლო 1 -ჩაუნაცვლდა. 1 „რენო სანდერო“ გადაეცა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, დაზიანებული „ლადა ნივა“-ს ნაცვლად 1 მაღალი გამავლობის „რენო დასტერი“ გადაეცა ამბროლაურის რაიონულ სასამმართლოს, მისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.