თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.


აღნიშნული
სამუშაოების ფარგლებში მთლიანად შეიცვალა სასამართლოს დაზიანებული სახურავი, საიდანაც ნალექიანი ამინდის დროს სასამართლოში წყალი ჩადიოდა და აზიანებდა სასამართლოს ინფრასტრუქტურას.

 ასევე განხორციელდა სასამართლოს შენობის დაზიანებული ფასადის რეაბილიტაცია, კეთილმოეწყო ეზო, დაიგო ასფალტი, მოეწყო სარინელი, რათაც აღმოიფხვრა შენობის საძირკველში წყლის ჩადინება, რეაბილიტაცია გაუკეთდა ღობესა და ჭიშკარს, გამაგრება ჩაუტარდა  სასამართლოს მთავარი შესასვლელის კიბეს და წინაფრას.