პროექტები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, შუახევის მაგისტრატ სასამართლოში პირველ ეტაპზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საპროექტო წინადადებით პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, სასამართლოს შენობის თანამედროვე სამშენებლო რეგულაციების მოთხოვნებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მის ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც გულისხმობდა სასამართლოს შენობის გადაგეგმარებას, რეაბილიტაციას, ახალი, დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის გაჩენას და ა.შ.
მომზადებული პროექტის მიხედვით სრულად რეაბილიტირდა შენობის ფასადი და მთელს პერიმეტრზე გარე შემომსაზღვრელი ღობე, განხორციელდა სასამართლოს შენობის შიდა ფართების სრული რეაბილიტაცია, გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზი, ფოიე, დერეფნები, საბადრაგო ბლოკი, სრულად შეიცვალა ელექტრო და კომპიუტერული ქსელი.
რაც შეეხება მეორე ეტაპზე დაგეგმილ სამუშაოებს, შუახევის მაგისტრატ სასამართლოში შენობის შესასვლელში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის, ასევე განხორციელდება შენობის ირგვლივ სარინელის მოწყობა, რითაც აღმოიფხვრება შენობის საძირკველში წყლის ჩადინება. მეორე ეტაპის სამუშაოები სატენდერო პროცედურების დასრულების შემდგომ დაიწყება.