პროექტები
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, რამდენიმე სასამართლოს შენობისთვის სარეზერვო ელ. კვების წყაროების-გენერატორების სიმძლავრეების ოპტიმიზაციის სამუშაოები განახორციელა.
სასამართლოების შენობებში არსებული გენერატორები მოძველებული ან/და ამორტიზირებული იყო და სასამართლოს პერსონალის რაოდენობის და შესაბამისად, ელ.ტექნიკის, ელ.ენერგიის მოხმარების ზრდის გამო, არსებული გენერატორების სიმძლავრეები საკმარისი აღარ იყო.
არსებული საბიუჯეტო დაფინანსებების ფარგლებში, დეპარტამენტმა დაიწყო ახალი გენერატორების მონტაჟის პროცედურები, ხოლო სასამართლოში არსებული მეორადი ვარგისი გენერატორები გადატანილ იქნა იმ სასამართლოების შენობებში, რომელთა სიმძლავრეებიც საკმარისი იყო სასამართლოების სარეზერვო ელ.მომარაგებისთვის. საპროექტო შესწავლით დადგინდა, თუ რომელ სასამართლოს შენობას როგორი სიმძლავრის გენერატორი ესაჭიროებოდა, აკმაყოფილებდა თუ არა არსებული მოქმედი გენერატორი ობიექტის სარეზერვო ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო მოთხოვნებს და საჭირო იყო თუ არა მისი შეცვლა უფრო მძლავრი დიზელგენერატორით. პროექტით ასევე განისაზღვრა სასამართლოების შენობების აღჭურვა ტექნიკურად გამართული სარეზერვო ელექტრო მიწოდების სისტემით. განისაზღვრა დიზელგენერატორისათვის რკინა-ბეტონის სადგამის პარამეტრები, დაპროექტდა შენობის ელ.კვების გენერატორზე დაერთების და ავტომატური გადამრთველის სქემა.
პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა 11 სასამართლოს შენობაში არსებული მდგომარეობა ობიექტის სარეზერვო ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებით. ახალი გენერატორები შესყიდულ და დამონტაჟებული იქნა თბილისის სააპელაციო, ქუთაისის, რუსთავის საქალაქო, თეთრიწყაროს რაიონულ და მარნეულის მაგისტრატ სასამართლოებში. ფოთის საქალაქო,ახალციხის რაიონული, ტყიბულის, ჭიათურის, ქობულეთის და ხობის მაგისტრატ სასამართლოებში განხორციელდა მეორადი, თუმცა სიმძლავრით შესაბამისი დიზელგენერატორების მოწყობის როგორც საპროექტო ასევე სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდგომ თერთმეტივე სასამართლოს შენობაში მოგვარდა სარეზერვო ელ.მომარაგების მიწოდების პრობლემები.
საერთო სასამართლოების დეპარატმენტი კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით სხვა სასამართლოების შენობებში საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას.