პროექტები
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
2012 წლის
18 იანვრის
1/5 გადაწყვეტილებით
დამტკიცებული
”საქართველოს
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოსთან
არსებული
”სსიპ
საერთო
სასამართლოების
დეპარტამენტის
დებულების”
მე-6
მუხლის”პ” პუნქტის
საფუძველზე
გამოიცა შემდეგი სახის ბრძანება:
1. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაითვალისწინონ შემდეგი ვალდებულებები და რეკომენდაციები:
1.1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ყველა დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის 1 მარტის შემდეგ იმყოფებოდა/იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებიდან ან ასეთი კონტაქტის ქონიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება.
1.2.საერთო სასამართლოების დეპარტამენტში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან/სტრუქტურული ერთეულთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
1.3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანამშრომელს , რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეს უფლება, დეპარტამენტის თავჯდომარესთან/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შესაძლებლობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს ასევე დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.
1.4. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს დეპარტამენტის საქმიანობას.
1.5. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს ეთხოვოს:
2.1. თვითიზოლაციის პერიოდი გაატაროს წესების დაცვით და აღნიშნულის დამადასტურებლად ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (info@mof.gov.ge). ამასთან, 3/17/2020 file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/ef6c681b-837b-4c08-9003-3e36620c8a19.html 2/3 სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარეს/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
3. გარდა გადაუდებელი საჭიროებისა, შეიზღუდოს საჯარო ღონისძიებები, შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები, მოქალაქეთა მიღებები, ასევე სამსახურებრივი მივლინებები;
4 სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში დასაქმებულ ასევე სხვა პირებს, რომელიც ამ ბრძანებით არ არიან განსაზღვრულნი, დეპარტამენტის თავმჯდომარის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ზეპირი დავალების შემთხვევაში, მიეცეთ უფლება, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება უზრუნველყონ დისტანციურად (სამსახურში გამოცხადების გარეშე), თუ ამის შესაძლებლობას იძლევა როგორც დაკისრებული ფუნქციის შინაარსი, ასევე ტექნიკური საშუალებები.
5. დეპარტამენტის ყველა თანამშრომელსა ეთხოვოს:
5.1 დეპარტამენტში ყოველი შემოსვლისას ყოველ ჯერზე უზრუნველყონ სადენზიფექციო საშუალებით ხელების დამუშავება.
5.2 სამსახურში გამოცხადებისას უზრუნველყონ ტემპერატურის გაზომვა დისტანციური თერმომეტრის გამოყენებით 5.2 მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში არ დარჩეს სამუშაო ადგილზე და იმოქმედოს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით .
5.3 გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ.
6. ამ ბრძანების საფუძველზე, პირის არ გამოცხადება სამსახურში, არ ნიშნავს ამ პირის შვებულებაში ყოფნას. ამ პირებს შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.
7. დაევალოთ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსებს დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე თანამშრომლების გადაყვანის (და პირიქით) შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის მატერიალურტექნიკური სამსახურის უფროსისთვის მიწოდება;
8. დაევალოს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსს დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადაყვანილი თანამშრომლების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის შესაძენი საწვავის ლიმიტების დარიცხვის კორექტირება დისტანციურ მუშაობის რეჟიმის პერიოდის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. დაევალოს ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმაღთველოს, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების მოთხოვნის ფარგლებში უზრუნველყოს დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადაყვანილი თანამშრომლების იმ პროგრამებით უზრუნველყოფა, რომლის გამოყენებასაც აუცილებად საჭიროებს დისტანციურ მუშაობის რეჟიმი.
10. დაევალოს ადმინისტრაციულ სამმართველოს ამ ბრძანების დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისათვის გაცნობა;
11. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსს ვახტანგ გარდაფხაძეს.
12. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მის გაუქმებამდე.
13. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საფუძველი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოში შესაბამისი უწყებების მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. 0108, თბილისი,ძმ.ზუბალაშვილების ქ.№6,ტელ/ფაქსი 2935696(არქივი 27481