პროექტები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის ახალი შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაასრულა.
27 დეკემბერს შენობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნეს.
ფლიგელის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 5 117 500 ლარი შეადგინა, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 24 მაისს დაიწყო და დასრულდა 2018 წლის 12 ნოემბერს ,რის შემდეგაც დაიწყო შენობის ავეჯით და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამოქალაქო კოლეგიისათვის განკუთვნილი 24 დარბაზი, მათ შორის სამეწარმეო დავებისთვის განკუთვნილი 1 დიდი დარბაზი , აპარატისთვის - 28 სამუშაო ოთახი, სადაც ჯამში განთავსდა 108 თანამშრომელი, 42 მოსამართლის ოთახი.
შენობა ოთხსართულიანია, სამი სართული მიწის დონის მაღლა, ხოლო ერთი სართული-მიწის დონის დაბლა.
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები: რეაბილიტირდა და დაიხაზა ასფალტობეტონის პარკინგის საფარი, განახლდა გაზონი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, განახლდა შენობის წინა ეზოს საფარი და მოქალაქეებისათვის დაიდგა ახალი მოსაცდელი სკამები.