თელავის რაიონული სასამართლო

2018 წლის  19 ივლისს  თელავის რაიონული სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის სპეციალურად განკუთვნილი ახალი ფლიგელი  საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემა მარიამ ცერცვაძემ და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა ქარჩავამ გახსნეს.
ღონისძიებას დასწრნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მედიის წარმომადგენლები.
თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები. სასამართლოს უკანა მთელ პერიმეტრზე მოეწყო არმირებული კედელი. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 600კვ. მეტრს შეადგენს, ხოლო შენობა 280 კვ.მ ფართზეა აშენებული. სასამართლოს ახლადაშენებულ ფართში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისათვის განკუთვნილი სივრცე მოწყობილია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, თანამედროვე დასავლური მიდგომების გათვალისწინებით, ე.წ. „Corner Courtroom“ და აკმაყოფილებს საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს. ახლადაშენებული შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და შესაბამისი ავეჯით. პროექტის საერთო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 544704,63 ლარი.