პროექტები
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით ქედის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სასამართლო შენობის არსებული სახურავი დაზიანებული იყო. წვიმის და განსაკუთრებით ზამთარში თოვლის მოსვლის დროს, შენობაში აღწევდა ატმოსფერული ნალექი, რაც აზიანებდა შიდა მოპირკეთებას. ამიტომ გადაწყდა შეცვლილიყო სახურავის კონსტრუქცია და გადახურვის საფარი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასევე გარემონტდა სასამართლოს შენობის პორტალი და წინა ფასადი. გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია.