პროექტები
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ავარიული ორსართულიანი შენობის დემონტაჟი, რომლის ადგილზე აშენდა უფრო ფართო, 3 სართულიანი მიშენება, სადაც განთავსდა სასამართლოს არქივი, ახალი სამოქალაქო დავებისათვის განკუთვნილი 1 დარბაზი, 3 ერთეული აპარატის სამუშაო ოთახი.
ასევე, პროექტის ფარგლებში სრულიად რეაბილიტირდა შენობის ფასადი და სახურავი, შენობაში გარემონტდა საბადრაგოები , ე.წ. ნულოვანი სართული, ფოიე და დერეფნები, მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემები.