პროექტები
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მთლიანად შეიცვლა სასამართლოს სახურავი, განახლდა სასამართლოში შესასვლელი პორტალი, მოეწყო წყალგადამყვანი სისტემა, კეთილმოეწყო და განათდა ეზო. გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში განთავსებულ არქივს, შედეგად გაიზარდა არქივის ფართი, სადაც მოწყო სტელაჟები, რამაც მოხსნა აჭარის რეგიონში საარქივო მასალის არქივში განთავსების პრობლემები.