მარნეულის სასამართლოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის არსებული მდგომარეობა საჭიროებდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებას. გამომდინარე აქედან სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში შემდეგი სამუშაოები.
• სასამართლოს შენობის, ფასადის და სასამართლოს ეზოს კაპიტალური რემონტი;
• სასამართლოს შენობაში ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, გაიმართა სველი წერტილები.
• მოეწყო სადრენაჟე სისტემა,
• შემოიღობა სასამართლოს მთელი ტერიტორია, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა; მოეწყო პანდუსი
• დამონტაჟდა გარე განათება;
• შეიცვალა სასამართლოს აბრა, განთავსდა საქართველოს და ევროკავშირის დროშები
მარნეულის განახლებული მაგისტრი შენობა აღჭურვილია უახლოესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯით და ინვენტარით.
განახლებული მარნეულის მაგისტრი სასამართლოს შენობა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად გახნა.
მარნეულში ასევე იმყოფებოდნენ ახლომდებარე რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ასევე იმ სასამართლოს წარმომადგენლები ვისაც გადაეცათ საკურიერო მომსახურეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ავტომობილები.