პროექტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა. სასამართლოს შენობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გახსნეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პროკურატურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო განთავსებული იყო ძველი სასამართლოს შენობაში, რომელიც 80-იანი წლების შემდგომ არ გარემონტებულა. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მომსახურება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ძველი შენობა მდებარეობდა ბორჯომის შემოსასვლელში, რაც არახელსაყრელ ადგილმდებარეობას წარმოადგენდა, როგორც სასამართლოსთვის ასევე მოქალაქეებისთვის. შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მშენებლობა, რომელიც ტენდერით განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდა.
ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბოლოო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 678129,87 (ექვსას სამოცდათვრამეტი ათას ასოცდაცხრა ლარი და 87 თეთრი) ლარი. სასამართლო შენობის საერთო ფართი 520 კვ. მეტრს შეადგენს, სადაც სასამართლო სხდომის დარბაზთან ერთად მოწყობილია საკონფერენციო სივრცე, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამართლეთა ტრეინინგები და სემინარები. მოეწყო სასამართლოს აპარატის და მოსამართლის სამუშაო ოთახები, საბადრაგო, არქივი, საქმის გასაცნობი ოთახი.
სასამართლო შენობის შესასვლელის საერთო ნაწილი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარგებლობისათვის.