პროექტები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახურავი დაზიანდა კოროზიის გამო, რის შედეგადაც წვიმიანი ამინდების დროს შენობაში აღწევდა ატმოსფერული ნალექი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შენობა შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაში. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კულტურის სამინიტროსთან შეთანხმებით მომზადდა შესაბამისი პროექტი და გადაწყდა შეცვლილიყო სახურავის მთლიანი ზედაპირი, წყალმიმღები ღარები, წყალშემკრები ძაბრები და წყალგამტარი მილები. შესაბამისად მთლიანად შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაზიანებული სახურავი დაახლოებით 3000 კვ.მ თანამედროვე მაღალი ხარისხის ფერადი მოთუთიებული თუნუქით, დამონტაჟდა ახალი წყალმიმღები მილები და ძაბრები.
ასევე რეაბილიტირდა ეზოს ნაწილში არსებული ღობის კედლები, ცენტრალური და სათადარიგო შესასვლელი კარები, ეზოში არსებული რკინის კონსტრუქციები, საქვაბე დანადგარები, წყალშემკრები ავზი და ბუნებრივი აირის მილები.
ავარიული ღობიდან მთლიანად მოიხსნა ძველი დაზიანებული ნალესი, გამაგრდა და გაილესა დეკორატიული სტილით, რომელიც შემდგომ შეიღება და დაიფარა ფასადის ლაქით. ძველი, ელ.ენერგიაზე მომუშავე სანათების ნაცვლად დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი 25 ლამპიონი.
სასამართლოს ძირითად შენობაში დამუშავდა და შემდგომ შეიღება პირველი სართულის ფანჯრებზე არსებული ლითონის გისოსები და კარებები.
გაიწმინდა და დამუშავდა ძირითადი შესასვლელი პორტალის დეტალები და ეზოს დაზიანებულ ადგილებში ნაწილობრივ დაიგო ასფალტი