ოზურგეთის რაიონულi სასამართლო

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყო საბადრაგო ბლოკი და შენობის მიმდებარე ეზო, მოეწყო წყალგადამყვანი სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღობეს, ცენტრალური ფასადს და პორტალს,შშმ პირთათვის მოეწყო პანდუსი. შენობაში გარემონტა ფოიე, სასამართლო სხდომის დარბაზი და სრულად აღდგა სახანძრო სიგნალიზაცია.