საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრი

ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მორიგი ახალი პროექტის პრეზენტაცია განახორციელა. 
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრის და ქსელური ინფრასტქრუქტურის პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნას და მის ფუნქციონირებას სასამართლო სისტემის გამართული, ეფექტური და ხარიასხიანი მუშაობის თვალსაზრისით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა, პროექტის მხარდაჭერაში მონაწილე ყველა სტრუქტურის, მათ შორის დონორი ორგანიზაცების მონდომება და ოპერატიული მუშაობა პროექტის დროული და წარმატებით დასრულებისათვის. მოწვეულ სტუმრებს მიესალმენ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, გერმანიის საერთაშორისო დახმარების GIZ-ის სამართლებრივი პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში თომას მაიერი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატა ვინტერი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების, საერთაშორისო დონორი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.