პროექტები
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დუშეთის მაგისტრატ სასამართლოს სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდა.
სასამართლოს შენობის არსებული პორტალი დაზიანებული იყო, რის გამოც აუცილებლობას წარმოადგენდა დაზიანებული პორტალის ნაწილობრივი დემონტაჟი და მისი რეაბილიტაცია. ასევე სარინელის არარსებობის გამო ზიანდებოდა შენობის ფასადის ქვედა ნაწილი და ხდებოდა სხდომათა დარბაზის კედლის დანესტიანება.
პრობლემის მოგვარების მიზნით მოეწყო ბეტონის სარინელი, რის შემდგომაც გარემონტდა სასამართლოს სხდომათა დარბაზი, საბადრაგო ბლოკი, არქივის ოთახი, კიბის უჯრედი, ასევე აღსდგა და გაიმართა ხანძარსაწინაამღდეგო სისტემა