პროექტები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოების უმეტესი ნაწილი შეეხო სასამართლოს ეზოს და ასევე მოიცვა ღობის მთელი პერიმეტრი.
სასამართლოს ეზოს ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაიგო ასფალტი, დამონტაჟდა შლაგბაუმი, დაიხაზა ავტოსადგომის ნიშნულები, დამუშავდა და განახლდა ღობის დეტალები, მოეწყო სადროშე, აღდგა ეზოში არსებული კიბის ჩამოშლილი ფრაგმენტები, შენობაზე განახლდა შესასვლელი პორტალი და დამონტაჟდა ახალი კარი, გარემონტდა მისაღების და მანდატურის ოთახები.
სასამართლოს ეზოს საბადრაგო შესასვლელის მხრიდან დამონტაჟდა ახალი ავტომატური რეჟიმით მოძრავი კარი, შენობის საძირკველის გასწვრივ მოეწყო სარინელი და ღობის 122 მ2 მონაკვეთი დამუშავდა კლდის ფაქტურით.