პროექტები
თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით, იუსტიციის უმაღლესს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ თბილისში ბულაჩაურის ქუჩაზე (პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე სასამართლოში განხორციელდა ინრაფრასტრუქტურული ცვლილებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ შენობაში ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა სამოქალაქო კოლეგიისათვის განკუთვნილი სამი სხდომათა დარბაზი, 5 მაგისტრატი მოსამართლისათვის სამუშაო ოთახი და არასრულწლოვნებთან შეხვედრების სპეციალიზებული ოთახი, სადაც საოჯახო დავების განხილვისას მოსამართლე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან გასაუბრებას მათი ასაკის შესაბამის გარემოში მოახდენენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე შენობა ექსპლუატაციაში შევიდა და სრული დატვირთვით ამოქმედდა.