პროექტები
თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
შენობის წინა ფასადზე, ბუნებრივი ქვით მოწყობილი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ბეტონის ე.წ “კარნიზი” საფრთხეს წარმოადგენდა სასამართლოს ეზოში მყოფი მოქალაქეთათვის/პერსონალისთვის, ვინაიდან სიმძიმის და არამყარი მიმაგრების გამო მაღალი იყო მათი ჩამოცვენის ალბათობა, რისი ფაქტიც რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა.
არსებული ბეტონის ფილები შეიცვლა მსუბუქი და თანამედროვე მასალით. ასევე ფასადზე ჩატარდა სხვა აუცილებელი სამუშაოებიც: გაილესა და განახლდა გარე ფერდილები (ე.წ ატკოსები“), ფასადის ბუნებრივ ქვები გასუფთავდა და განახლდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფასადის გარე განათებასაც.