მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომელიც ითვალისწინებს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას,დაკითხვის პროცესის მიმდინარეობა უნდა განხორციელდეს სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ, რაც გაზრდის მოწმეთა უფლებების დაცვის გარანტიებს მათი დაკითხვის ეტაპზე.
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების ამოქმედება საჭიროებდა მატერიალური უზრუნველყოფის კუთხით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხრიდან მხარდაჭერას, რაც გამოიხატა რამდენიმე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით :
თბილისის საქალაქო სასამართლოში არ აღმოჩნდა შესაბამისი პირობები, რაც უპირველესად გულისხმობდა საჭირო ფართს, რომელიც აუცილებელი იყო მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების ამოქმედებისათვის.
რამდენიმე ეტაპად წარმართული მოლაპარაკებების შედეგად, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს დროებითი სარგებლობის უფლებით გადმოეცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა (მდებარე ქ. თბილისი, პეკინის ქ. #29), სადაც შეიქმნა ყველა აუცილებელი პირობა ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების სრულყოფილად რეალიზებისათვის.