პროექტები
გურჯანის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გურჯაანის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გახსნა.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დაათვალიერა სასამართლოს განახლებული შენობა და მიმდებარე ტერიტორია, გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. სასამართლოს შენობა აღიჭურვა უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.
პროექტი ითვალისწინებდა: სარინელის მოწყობას, ფასადის კაპიტალურ შეკეთებას, სადრენაჟე სისტემის მოწყობას, რამაც აღმოფხვრა წყლის დაგროვება სასამართლოს ეზოში , ეზოს კეთილმოწყობას, ფილების და გამწვანების, ღობის და შემოსასვლელი ჭიშკრის მოწყობას, სასამართლოს შენობა სრულყოფილად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.