ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომელიც
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქ-ნი ნინო გვენეტაძემ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შენობას მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ადგილობრივი კლიმატური პირობების თავისებურებების გათვალისწინებით მთლიანად შეიცვალა სახურავის გადახურვა და მისი კონსტრუქცია, შენობა შეიფუთა ნესტგამძლე ე.წ. XPS-ის ფილებით, მოწესრიგდა სადრენაჟე სისტემა. გარემონტდა შენობის დერეფნები, ოთახები, პორტალი. შენობაში შეიცვალა ტიხრების განლაგება, შედეგად შენობას სამი ახალი სამუშაო ოთახი შეემატა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბადრაგოს. მოასფალტდა შენობის მიმდებარე ტერიტორია. მოეწყო გარე განათება და გამწვანდა ეზო.
პროექტის ფარგლებში შენობის პირველი სართული ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მოეწყო პანდუსი და შ.შ.მ.პირთა ავტოსადგომი.