სასამართლო ფორმები სამოქალაქო საქმეზე

მთავარისასამართლო ფორმები სამოქალაქო საქმეზე

სასამართლო ფორმები სამოქალაქო საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. ამასთან, სამოქალაქო საქმეზე სარჩელისა და შესაგებლის ფორმას დაემატა შეკითხვა საქმის სასამართლო მედიაციისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლო ფორმების მიზანია ძირითადი საპროცესო დოკუმენტების შინაარსის მიმართ სტანდარტული მიდგომის შემუშავება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.

თითოეული მიმაგრებული ფაილი შეიცავს უშუალოდ ფორმას (როგორც ელექტრონულად, ასევე ხელით შესავსებს) და ამავე ფორმის შენიშვნებს. გაითვალისწინეთ, რომ ცალკე ფაილში და ელექტრონულად შესავსებ ფორმაში მოცემული შენიშვნების ტექსტი იდენტურია.