ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსასჯელთა-დროებით დაკავებული პირების განსათავსებლად საკნების რაოდენობა არაკმარისი იყო, რაც პრობლემას ჰქმნიდა სისხლის და ადმინისტრაციული საქმეთა განხილვისას დაკავებულ პირთა მოყვანის დროს.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გადაწყდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში, შენობის უკანა მხრიდან დამატებითი ფართის მიშენების შესახებ.
ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობას, მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხრიდან კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საკნების მშენებლობაზე თანმობის მისაღებად პროექტი შეთანხმდა ს.ს.ი.პ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელა როგორც შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (რეაბილიტირდა 7 სამუშაო ოთახი), არსებული საბადრაგოს ორი საკანი, ასევე ახალ მიშენებულ ფართში განთავსდა ოთხი ახალი საკანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საკნები გერმანული სასამართლოების საკნების ანალოგიური პროექტით მოეწყო.