საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს ადმინისტრაციის გენერალური მდივნის მოადგილის, ბატონი ვილიარ პიიპის მოწვევით მ/წ 23-26 იანვარს სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ქ.ტალინში, ესტონეთი.
მივლინების ფარგლებში ბატონმა შოთა ქარჩავამ დაათვალიერა ქ.ტალინის და ქ. ტარტუს საქალაქო სასამართლოების შენობები, შეხვდა აღნიშნული სასამართლოების ხელმძღვანელ პირებს და ასევე სახელმწიფო უძრავი ქონების განვითარებისა და მშენებლობის სააგენტოს დირექტორს, ბატონ მიჰკელ მაგერს.
დეტალურად დათვალიერებულ იქნა ქ. ტალინის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობა: საბადრაგო ნაწილი, სასამართლოს უსაფრთხოების სამსახურის ოთახები , მოსამართლეების და მათი თანაშემწეების სამუშაო ოთახები და სასამართლოს პერსონალის სამუშაო ადგილები.
ესტონელი კოლეგების მიერ გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ინფორმაცია იქნება გათვალისწინებული და გამოყენებული თბილისის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის განკუთვნილი ახალი საქალაქო სასამართლოს მშენებლობისას.