სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე საერთო სასამართლოების არქივის არსებულ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი საცავის შენობის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
საარქივო შენობის ფართი დაახლოებით 360 მ2. შენობა იქნება ერთსართულიანი, სარდაფის გარეშე. სიმაღლე სახურავის ჩათვლით - 7.3 მეტრამდე შიდა ორსართულიანი სტელაჟების განლაგებისათვის.
ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების მასალად გამოიყენება ლითონის კარკასი (ლითონის სვეტები, ფერმები, კოჭები) რკინა-ბეტონის ლენტური და წერტილოვანი საძირკვლებით.
ფასადი და სახურავი აეწყობა პროფილირებული საკედლე (უწვადი მინერალური ბამბის სენდვიჩ-პანელი 50 მმ სისქით, თუნუქით 0.5 მმ სისქით) სენდვიჩ-პანელებით.
ძველი და ახალი შენობები საერთო გვერდის მხრიდან დაკავშირდებიან ღიობით და ახალ შენობას .
არქივის ეზოს პერიმეტრზე მოეწყობა ღობე (ლითონის კუთხოვანაში ჩასმული ლითონის ბადე) რკინა-ბეტონის საფუძველზე, ასევე პერიმეტრზე მოეწყობა გარე განათება და ავტოსადგომი (ბეტონის ან ასფალტობეტონის ზედაპირით), რომელიც გათვლილი იქნება 7 (შვიდი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მათ შორის 1 (ერთი) ერთეული შშმ პირთა სარგებლობისათვის. ასევე უნდა მოეწყოს ცალკე მდებარე საპირფარეშო, რომელიც იქნება კაპიტალური შენობა-ნაგებობა სეპტიკით, მათ შორის თითო-თითო ქალის, კაცის და შშმ პირებზე გათვლილი. საპირფარეშოს კომუნიკაციები ისეა გათვლილი, რომ ზამთრის პერიოდში წყლის მილები არ გაიყინება. ასევე ძველი არქივის შენობა გადაიღებება, ხოლო ახალ შენობაზე დამონტაჟდება მოცულობითი ე.წ. ლაით ბოქსი, რომელიც გამოჩნდება საპროექტო არქივის მიმდებარე ქუჩიდან.
ხანძრის შემთხვევაში საარქივო მასალების მაქსიმალურად გადარჩენის მიზნით გათვალისწინებულია ხანძარქრობის აირსისტემა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელმაც უნდა მოიცვას, როგორც არსებული ასევე საპროექტო ფართობი.
დაკვამლიანების აღკვეთის მიზნით მონტაჟდება კვამლის მოშორების გამწოვი სისტემები, როგორც არსებული ასევე საპროექტო სივრცეებისთვის.