საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ყაზახეთის რესპუბლიკაში ქ. ასტანაში 6-8 დეკემბერს ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო და ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს თავმჯდომარეს ალიკ შპეკბაევს შეხვდა.
კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურებისა და საერთო სასამართლოებში სასამართლო საქმის ელექტრონული განაწილების პროგრამის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.