ბათუმის საქალაქო სასამართლოში, განსასჯელთა/დროებით დაკავებული პირების განსათავსებლად საკნების რაოდენობა არაკმარისი იყო, რაც პრობლემას ქმნიდა სისხლის და ადმინისტრაციული საქმეთა განხილვისას დაკავებულ პირთა მოყვანის დროს.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გადაწყდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში, შენობის უკანა მხრიდან დამატებითი ფართის მისენების შსახებ სადაც განთავსდება სამი საკანი.
ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობას, მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხრიდან კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საკნების მშენებლობაზე თანმობის მისაღებად პროექტი შეთანხმდა ს.ს.ი.პ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან.
ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორც შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (რეაბილიტირდება 7 სამუშაო ოთახი), ასევე მიშენების რიგელების კოლონებისა და ფილის ჩასხმის მოსამზადებელი სამუშაოები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საკნები, გერმანული სასამართლოების საკნების ანალოგიური პროექტით მოეწყობა.