სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობის სახურავის მთელი პერიმეტრი. სახურავის უმეტეს ნაწილზე მოეწყო მაღალღარიანი პროფილირებული ფერადი თუნუქი, ხოლო ნაწილზე ე.წ. მეტალოკრამითი. ასევე მოეწყო წყალშემკრები ღარები და წყალგამტარი მილები.
გარემონტდა შესასვლელი დერეფნის იატაკი და კედლები. სრულად გარემონტდა ზედაპირული ნალექისაგან დაზიანებული ერთი ერთეული ოთახი და ნაწილობრივ გამოიცვალა ლამინირებული იატაკი.
დამუშავდა და შეიღება ღობის პერიმეტრზე არსებული ლითონის კონსტრუქციები და ფერადი თუნუქის ფურცლისაგან მოეწყო წვიმამრიდები.