სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორცილებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ცენტრალური ფასადი, პორტალი. განახლდა წყალშემკრები ღარები, წყალმიმღები მილები და ძაბრები. ნაწილობრივ შეიცვალა სასამართლოს შენობის დაზიანებული სახურავი.
მოეწყო შშმ პირებისათვის პანდუსი, ხოლო სასამართლოს ძირითადი შემოსასვლელი კარები გამოიცვალა და დაყენდა ახალი კარები, რომელიც არის შშმ პირებისათვის საჭიროებისათვის განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი.