სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სასამართლო შენობის არსებული სახურავი დაზიანებული იყო. წვიმის და განსაკუთრებით ზამთარში თოვლის მოსვლის დროს შენობაში აღწევდა ატმოსფერული ნალექი.
მომზადდა შესაბამისი პროექტი და მთლიანად შეიცვალა გურჯაანის რაიონული სასამართლოს დაახლოებით 500 კვ.მ დაზიანებული სახურავი თანამედროვე მაღალი ხარისხის ფერადი მოთუთიებული თუნუქით, დამონტაჟდა ახალი წყალმიმღები მილები და ძაბრები.
სასამართლოს შენობის უკანა ეზოს მხარეს მოეწყო დამატებით ახალი ორფრთიანი ჭიშკარი.