თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისათვის განკუთვნილი ფლიგელის მშენებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა.
ახალი სასამართლოს შენობა ოთხსართულიანია. სამოქალაქო კოლეგიისთვის განკუთვნილია 24 დარბაზი (მათ შორის ერთი დიდი საარბიტრაჟო დავებისთვის) 39 ოთახი მოსამართლეებისთვის, 31 კი აპარატის თანამშრომლებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ფლიგელის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.