საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა გორის რაიონულ სასამართლოში სარეაბლიტაციო სამუშაოები დაასრულა. გორის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა პორტალს და საბადარაგო ბლოკს. მოეწყო მედიაციის ოთახი და სამოქალაქო დავებისათვის განკუთვნილი ახალი სხდომათა დარბაზი, რომელიც უახლოეს დღეებში აღიჭურვება ავეჯით და ყველა საჭირო ინვენტარით. სენდვიჩ-პანელების მსუბუქი კონსტრუქციებით მოეწყო სასამართლოს არქივი. ასევე დამატებით მოეწყო სამუშაო ოთახები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დერეფნებს. რეაბილიტირდა შემომსაზღვრელი ღობე, მოეწყო გარე განათება და ეზოში დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
სიახლეები