საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბლიტაციო სამუშაოები დაასრულა.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა საბადრაგოს რეაბილიტაცია, სხდომათა დარბაზში მოხდა განსასჯელის მოთავსების ადგილის შემინვა. გამოიცვალა და დამონტაჟდა ახალი შიდა ხის კიბე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასამართლოს პორტალს, შეიცვალა შესასვლელი ძველი რკინის კარები ახალი თანამედროვე დიზაინის იზოალუმინის კარით.