სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ავარიული ორსართულიანი მიშენების დემონტაჟი, დემონტირებული ფართის ადგილზე აშენდა უფრო ფართო, სამსართულიანი მიშენება. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 150კვ. მეტრს შეადგენს.
რეაბილიტირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს შენობის ფასადი, მოეწყო შენობის გარე განათების სისტემა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა არსებული სასამართლოს შენობა, შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს ახალ აშენებულ ფართში განთავსდა ოთხი სამუშაო ოთახი, სასამართლოს არქივი, სხდომათა დარბაზი და საიდუმლო საქმისწარმოების ოთახი, გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია, შშმპ პირთათვის მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 363218,03 ლარი.