სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა აბაშის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
აბაშის მაგისტრატი სასამართლოს შენობის დაზიანებული სახურავიდან წვიმიანი ამინდების დროს შენობაში აღწევდა ატმოსფერული ნალექი, რის შედეგადაც ზიანდებოდა სასამართლოს ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლების შესაბამისად განხორციელდა სასამართლოს შენობის სახურავის მთლიანად შეცვლა თანამედროვე მაღალი ხარისხის ფერადი მოთუთიებული თუნუქით.
მოეწყო გარე განათების სისტემა, პანდუსი, რეაბილიტირდა კიბის უჯრედი, სასამართლოს ღობე და შემოსასვლელი ჭიშკარი.
კეთილმოეწყო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორია, დაიგო ასფალტი, მოეწყო სარინელი, რითაც აღმოიფხვრა შენობის საძირკველში წყლის ჩადინება,
განხორციელდა სასამართლოს შენობის დაზიანებული ფასადის რეაბილიტაცია, გარემონტდა სასამართლოს სხდომის დარბაზი, მოსამართლისა და სასამართლოს პერსონალის სამუშაო ოთახები,საბადრაგო ბლოკი.