სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ამჟამად ახალი სამოქალაქო საქმეთა დავების კოლეგიისათვის განკუთვნილი ოთხსართულიანი ფლიგელის მიშენების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის საპროექტო ფართი 4200 კვ.მ.-ია. ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში საპროექტო შენობაში ეწყობა 24 სამოქალაქო საქმეთა დავების განხილვისათვის საჭირო სხდომათა დარბაზები, მათ შორის 1 დიდი დარბაზი ბიზნეს დავებისათვის. შენობაში იქნება 40-მდე მოსამართლის სამუშაო ოთახი, ხოლო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისათვის 35-მდე ერთეული სამუშაო სივრცე, სადაც განთავსდება 120-მდე თანამშრომელი. პროექტის ღირებულებაა 5 117 500 (ხუთი მილიონ ასჩვიდმეტი ათას ხუთასი ლარი). შენობის გახსნა ა/წლის 23 ნოემბერსაა დაგეგმილი. აღნიშნული პროექტი, ერთ-ერთი უდიდესი ახალი სამშენებლო პროექტია, რაც კი დღემდე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებულა სასამართლო სისტემაში.