სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დაკვეთით გორის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გორის რაიონულ სასამართლოში სამუშაო ფართის სიმცირის გამო, დამატებით საჭირო გახდა სედვიჩ-პანელის კონსტრუქციით მცირე მიშენების განხორციელების აუცილებლობა, სადაც განთავსდება არქივი. გამონთავისუფლებული ფართის ხარჯზე, არსებულ შენობაში მოეწყობა დამატებით ორი აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახი, სამოქალაქო დავებისათვის განკუთვნილი ახალი სხდომათა დარბაზი, ოთახი მედიაციისათვის. რემონტდება და სათვალთვალო სისტემით აღიჭურვება საბადრაგო. კეთილმოეწყობა ეზო და რეაბილიტირდება სასამართლოს პორტალი.