ქედის მაგისტრატ სასამართლოში არსებული სახურავი დაზიანებული იყო. წვიმის და განსაკუთრებით ზამთარში თოვლის დროს, შენობაში აღწევდა ატმოსფერული ნალექი, რაც აზიანებდა შიდა მოპირკეთებას. ამიტომ გადაწყდა შეცვლილიყო სახურავის კონსტრუქცია და გადახურვის საფარი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასევე გარემონტდება სასამართლოს შენობის პორტალი და წინა ფასადი. გაიმართება სახანძრო სიგნალიზაცია.