წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს შენობის დაზიანებული სახურავიდან წვიმიანი ამინდების დროს შენობაში აღწევდა ატმოსფერული ნალექი, რის შედეგადაც ზიანდებოდა სასამართლოს ინფრასტრუქტურა.
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ მომზადდა შესაბამისი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შენობის სახურავის რეაბილიტაციას, გარემონტდება სამუშაო ოთახები, დერეფანი, სხდომათა დარბაზი და წინა ფასადის ვიტრაჟი.