თბილისის საქალაქო სასამართლოში (პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე შენობაში სასამართლო დარბაზებსა და აპარატის სამუშაო ოთახებში იატაკის საფარის შეცვლის სამუშაოები დაიწყო. სასამართლო სხდომის დარბაზებსა და II სართულზე აპარატის სამუშაო ოთახებში დაგებული იყო რბილი იატაკი (ხალიჩა), რომელიც დაზიანებული იყო, ამიტომ გადაწყდა მისი შეცვლა ოფისებისთვის გათვალისწინებული მაღალხარისხოვანი ლამინირებული იატაკით. რეაბილიტაციის პროცესში, არსებული კომპიუტერული და ელექტრო საკომუნიკაციო ქსელი მთლიანად მოექცევა იატაკის საფარის ქვეშ და პლინტუსებში.
სასამართლოს მუშაოების პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები მხოლოდ დასვენების დღეებში მიმდინარეობს.