საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისათვის განკუთვნილი ფლიგელის კონსტრუქციული სამუშაოების დასრულების შემდგომ დაიწყო შენობის შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები.
გაილესა და შეიფითხა შიდა ტიხრები, გაყვანილ იქნა გათბობა-ვენტილაციის, კონდიცირების და სახანძრო ჰიდრანტებისათვის აუცილებელი კომუნიკაციები. პარალელურად მიმდინარეობს სასამართლოს ფასადის ტრავენტინის ფილებით მოპირკეთება, ხოლო შენობის შიგნით სასამართლოს სხდომის დარბაზის და დერეფნების იატაკის ფილით მოპირკეთება.