საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მიმდინარეობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის დანერგვა, რა მიზნითაც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება უწყების თანამშრომლების გადამზადება.
პროგრამის დანერგვით გამარტივდება და დაჩქარდება დოკუმენტბრუნვის პროცესი, გაუმჯობესდება საქმისწარმოების ხარისხი, დაიზოგება დრო და მატერიალური რესურსი.