26 იანვარს სსიპ საერთო სასამართლოების თავმჯდომარე შოთა ქარჩავა და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკელ კოლეგებთან: სანტა ანაში, აშშ ფედერალური სასამართლოს მოსამართლე დევიდ კარტერთან, ამავე სასამართლოს ადმინისტრაციის მოადგილე ტერი სტილთან, და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ მარსელინიო ჰეიზელვუდთან. 
 
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ორენჯის ოლქის შტატის სასამართლოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დევიდ იამასაკის, დაათვალიერეს აღნიშნული სასამართლოს მოწყობა და განიხილეს ამერიკის სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის სტანდარტები სასამართლო შენობების მშენებლობისა და მოწყობის შესახებ.