საერთო სასამართლოების დეპარატამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა  და  საერთო სასამართლოების დეპარატამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კაკაურიძე   2018  წლის 20 იანვარს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შერთებულ შტატებზე გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კოლეგა ორგანიზაციასთან, ასევე კალიფორნიის რეგიონში ერთ-ერთი დიდი სასამართლო შენობის მონახულება, რომელიც მოწყობილია თანამედროვე დასავლური მიდგომების გათვალისწინებით, ვიზიტის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს ასევე წარმოადგენს სასამართლო შენობების მშენებლობის გამოცდილების მქონე საპროექტო და სამშენებლო დაწესებულებებთან შეხვედრა და  ზოგადი ესკიზური პროექტების გაცნობა (განხილვა), ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა, შემდგომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების (თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობა ნაგებობის მშენებლობა და სხვა) განხორციელების ხელისშეწყობის მიზნით.