რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ ჯორჯიის შტატის კობის ოლქის სასამართლოს ადმინისტრატორ ტომას ჩარონს რუსთავის საქალაქო სასამართლოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მუშაობის პრინციპები რუსთავის სასამართლოში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საკითხებზე მსჯელობისათვის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ მოწყობილმა ინფრასტუქტურამ, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა სტუმარმა. ტომას ჩარონმა ასევე დაათვალიერა სამოქალაქო დავებისათვის განკუთვილი ახალი ტიპის სხდომათა დარბაზები, სამუშაო ოთახები, ახლად შემოერთებული რეაბილიტირებული ფართი.
შეხვედრის ბოლოს ტომას ჩარონმა გამოთქვა სურვილი შემდგომში ორმხრივი თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე.