მ-წ-ის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ, სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ქარჩავამ ამერიკის საელჩოს სამართლებრივ მრჩეველ მაიკლ გრანტს და ამერიკელ მოსამართლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ მოსამართლეებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემაზე დაკვირვების საშუალება ექნებათ. სტუმრები დაესწრნენ სასამართლოში მიმდინარე საქმეების განხილვას, ასევე მოინახულეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განკუთვნილი ახალი ფლიგელის მშენებლობა.