სასამართლოში საქმის წარმოებასთან  დაკავშირებული პროცესების ავტომატიზაციის მიზნით  დაინერგა  სასამართლო საქმის ელექტრონულად რეგისტრაციის სერვისი. სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისი  ecourt.ge  საშუალებას აძლევს მომხმარებელს  ონლაინ რეჟიმში დაამყაროს ურთიერთობა სასამართლოსთან (წარადგინოს განაცხადი, მიიღოს ინფორმაცია საქმის რეგისტრაციისა და მსვლელობის შესახებ). საქმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება არის უფასო, სწრაფი და მარტივი.